„ამ ადამიანებმა უნდა მოიფიქრონ, ეს ყველაფერი როგორ გადაფარონ. ამიტომ, მათ გზავნილები, მესიჯბოქსი შეიმუშავეს, რომ, თურმე, 25 პროცენტი გვაქვს და ისინი იმარჯვებენ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
“რაში სჭირდებათ ასეთი აჟიოტაჟი, თუ „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ვერ შეძლებს? ეს ყველაფერი არის დავალებების შესრულება და სხვა არაფერი. ისინი მარცხისთვის განწირული არიან და ამიტომაც სჭირდებათ გზავნილები, რითაც მხარდამჭერებს რაღაც იმედის ნაპერწკალი გაუჩინონ, რომ მცირე ამომრჩეველში მუხტი ასწიონ. ეს არის პრიმიტიული გზავნილი, ამომრჩეველი კი არ ტყუვდება. სჯობს, ისტორიული მარცხისთვის მოემზადონ“, – განაცხადა ოხანაშვილმა.
კომენტარები