3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა უნგრეთში.
ტურნირის მეორე დღეს შარშან მოპოვებული ევროპის ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო მძიმეწონოსანმა გენო პეტრიაშვილმა. მას ფინალურ შეხვედრაში 2:24 წუთი დასჭირდა ბელარუსი ვიტალი პიასნიაკის სუფთად დასამარცხებლად 10-0.
ბრინჯაოს მედლები კი მირზა სხულუხიამ (70) და შოთა ფარტენაძემ (61) მოიპოვეს.
შეჯიბრების პირველ დღეს, 4 წონით კატეგორიიდან, ზურაბ ჭიღლაძის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა 3 მედალი – 2 ოქრო და 1 ბრინჯაო მოიპოვა. ევროპის ჩემპიონები ავთანდილ კენჭაძე (74) და გივი მაჭარაშვილი (97) გახდნენ, ბრინჯაოს მედალს კი ივერიკო ჯულაყიძე (65) დაეუფლა.
კომენტარები