პარტიას რომელსაც ლაგაზიძე და მერაბ მეტრეველი ჰყავს… -ასე ეხმიანება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი კობა სუბელიანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პაატა ბურჭულაძის ახალ პოლიტიკურ პარტიაში ხათუნა ლაგაზიძისა და მერაბ მეტრეველის გაწევრებას.
“პარტიას რომელსაც ლაგაზიძე და მერაბ მეტრეველი ჰყავს, აი დავუშვათ, მოხდა სასწაული და რომც გაიმარჯვოს, რა სიკეთეს მოელით მისგან?
როდის მოვრჩებით ამ სახლობანას თამაშას და ბურჭალობას, გეგონება 100 წელი გამოვეკერებით ცას. ამასობაში გავიდა ცხოვრება…
რუსეთი ოკუპანტია მაგრამ ჩვენი ბრალიც არის ესო – განაცხადა ბატონმა პაატამ”, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კობა სუბელიანი.
კომენტარები