არ მგონია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი იყოს, ვინაიდან მას მკაფიოდ აქვს გაცხადებული, სამშობლო უპირველეს ყოვლისა, – განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინი წილოსანმა აშშ-ის სენატის მიერ 25 სექტემბერს განსახილველ აქტზე და შესაძლო სანქცირების საკითხზე საუბრისას.
მისივე თქმით, უკვე რამდენიმე წელია, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინულია სრულიად უსაფუძვლოდ.
„არჩევნებამდე უამრავი რეზოლუცია, აქტი, ვითომ მეგობრულობის სახელით შეფარული რაღაც დოკუმენტები დაინიცირდება, განიხილება და ხმამაღალი განცხადებები გაკეთდება. ეს ყველაფერი ძალიან კარგად აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ამომრჩეველს რამხელაა გარედან ჩარევის მცდელობა ქართულ არჩევნებში.
უკვე რამდენიმე წელია, უკრაინაში ომის დაწყების შემდგომ, ბიძინა ივანიშვილის აქტივები გაყინულია სრულიად უსაფუძვლოდ და ფაქტობრივად, შვეიცარიის საბანკო სისტემის რეპუტაცია შეიწირა ამ სანქციების თემამ. არ მგონია, რომ ეს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლის ქმედითი იარაღი იყოს, ვინაიდან მას მკაფიოდ აქვს გაცხადებული, სამშობლო უპირველეს ყოვლისა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
აშშ-ის სენატის მიერ 25 სექტემბერს განხილული იქნება ე.წ ქართველი ხალხის აქტი, რომლის მომხსენებელი ჯინ შაჰინი