თავისუფალ ჭიდაობაში უზბეკ მძიმეწონოსან ოლიმპიურ ჩემპიონ არტურ ტაიმაზოვს ლონდონის 2012 წლის სინჯებში დოპინგი აღმოუჩინეს, ამიტომ ქართველი ფალავანი დავით მოძმანაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონად გამოცხადდება და ოქროს მედალს მიიღებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი სპორტული პორტალი ავრცელებს.
“დავით მოძმანაშვილს უკვე შეგვიძლია, ოლიმპიური ჩემპიონობა მივულოცოთ იმის მიუხედავად, რომ ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა ეს ამბავი. ეს მეორე შემთხვევაა, როცა საერთაშორისო დოპინგ-სკანდალით ჩვენც ვისარგებლეთ – ცოტა ხნის წინ დისკვალიფიკაციის გამო 2008 წელს მოპოვებული ვერცხლი ჩამორთვეს 97 კილოგრამში ყაზახეთის სახელით მოჭიდავე ოს თეიმურაზ თიგიევს მანამდე მისი ძმაც დასაჯეს ანალოგიურად და ის გიორგი გოგშელიძეს გადაეცა”, – ნათქვამია სპორტული პორტალის განცხადებაში.
კომენტარები