თბილისის საქალაქო სასამართლოში, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოძიების ფარგლებში, მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის დაკითხვა მიმდინარეობს.
ის საქალაქო სასამართლოში 18:30 საათზე მივიდა. დაკითხვა ამ დრომდე გრძელდება.
ცნობისთვის, პროკურატურამ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით რამდენიმე ოპოზიციონერი ლიდერი და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი დაკითხა, მათ შორის არიან: ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძე, ნათია მეზვრიშვილი, საბა ბუაძე, თენგო თევზაძე, ლონდა თოლორაია
პროკურატურა არჩევნების გაყალბების შესახებ ბრალდებებს იკვლევს, გრძელდება გამოკითხვებიც. პროკურორები კონკრეტულ ფაქტებს ითხოვენ, თუმცა, როგორც ამბობენ, ვერცერთმა დაკითხულმა პირმა მტკიცებულებები ჯერ ვერ წარმოადგინა
კომენტარები