პერსონალური თავდასხმები, ეს იქნება ოჯახში მისვლა, იქნება ეს გამოხატული სხვადასხვა აქციებითა თუ გარკვეული წარწერების გაკეთებით, ცხადყოფს იმას, რომ რეალური ბრალდებები არ არსებობს, არ არსებობს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებადი, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა, რითაც გამოეხმაურა მის სახლთან გამართულ აქციას.
„ამ ზეწოლის და თავდასხმების გამო, რა თქმა უნდა უარს არ ვიტყვით გამჭვირვალე და ღია საქმიანობაზე, არ ვიტყვით უარს სიმართლეზე და გავაგრძელებთ საქმიანობას, რომ საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ ინფორმირებულები ყველა იმ საარჩევნო საკითხზე, რომელიც განსაკუთრებით არჩევნების შემდგომ პერიოდში განვითარდა“, – აღნიშნა კალანდარიშვილმა.
კომენტარები