ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადაც გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში, ეს არის გეგმა, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ცესკო-ში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
მან ცესკოს წევრ დავით კირთაძეს მადლობა გადაუხადა.
„მინდა, მადლობა ვუთხრა დავით კირთაძეს. მან გააკეთა ქართველი ხალხის გასაკეთებელი და ამით თქვა სათქმელი. ყველამ, აქ ვინც არის, ამ საქციელს ტაში შემოჰკრა.
საზოგადოებას ვეუბნები, ძალიან კარგი, სიმბოლური ქმედებაა. ყველამ ავიღოთ მელანი, ვინც სადმე გამყალბებელს ვნახავთ, შევასხათ სახეში. აი, ეს არის გეგმა. მოწოდებაა, ყველა გამყალბებელს საზოგადოებამ პასუხი უნდა გასცეს“, – აღნიშნა ვაშაძემ.
ცესკოში დღეს სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.
მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.