ოპოზიციისთვის დამახასიათებელია ერთი ძველი გამოთქმა, რომ ფულს სუნი არ ასდისო. აქედან გამომდინარე, მათთვის რუსული ფული მისაღებია, ეს ხოშტარია იქნება, თუ ანა დოლიძის და, – განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ანა დოლიძის დის, ჯინო დოლინის რუსულ კომპანიაში მუშაობის შესახებ ინფორმაციის კომენტირებისას.
„მშვენივრად ვაჭრობენ რუსეთთან, მშვენივრად იღებენ რუსეთიდან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს და ასე შემდეგ, ანუ ამას ჰქვია, ორმაგი სტანდარტი“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
ინფორმაციას, რომ ანა დოლიძის და, ჯინო დოლინი რუსულ კომპანიაში მუშაობს, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველო კორუფციასთან ბრძოლის“ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი, მერაბ ღოღობერიძე ავრცელებს.
კომენტარები