აქციის დაწყებისას ვითარება პერმანენტულად იძაბებოდა. რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა.
რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ითხოვდნენ, აქციის მონაწილეთა მანქანებს მისცემოდათ რუსთაველის გამზირზე გადაადგილების საშუალება. სამართალდამცავებმა მათ განუმარტეს, რომ ავტოკოლონით შესვლა, პროტესტის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შეუძლებელი იყო. ამას ნიკა მელიას, ხატია დეკანოიძისა და გიგი უგულავას მხრიდან უკმაყოფილება და პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
მოგვიანებით დაპირისპირება მოხდა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მსვლელობის დროსაც. სამართალდამცავებთან კამათი ჰქონდა გიორგი ვაშაძეს. დაპირისპირების შედეგად აქციის მონაწილეებმა კორდონის გარღვევა და ავტომობილის გატარება მაინც მოახერხეს და პარლამენტთან მივიდნენ.
მანამდე გუშინ ოპოზიციონერები და მათი მხარდამჭერები დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ და რუსთაველისკენ ავტო კოლონით მსვლელობა მოაწყვეს.