29 მაისს საღამოს 08:30 საათზე ვერცხლის ქუჩაზე მდებარე ვეგანურ კაფეს ულტრანაციონალისტები ე.წ. ბერგმანის დაჯგუფება დაესხა თავს. თვითმხილველთა განცხადებით 15-20 ადამიანს ხელში ეჭირად შამფურზე ასხმული მწვადები და კისერზე სოსისების ასხმები ქონდათ შემოხვეული. ისინი კაფეს ვეგეტარიანელ მომხმარებლებს საჭმელში მწვადებს და სოსისებს უყრიდნენ და ხორცის ჭამისკენ მოუწოდებდნენ. ინციდენტის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო კაფეს რამდენიმე თანამშრომელმა.
კომენტარები