თავად თეატრის ხელმძღვანელები არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ დამატებითი დაფინანსება მოიზიდონ და ამაზე ძალიან სერიოზული საუბარი გვექნება, – ამის შესახებ კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, სამინისტრო თეატრების მიმართულებით საერთო ბიუჯეტის 33% ხარჯვას, რაც ჯამში 33 მილიონი ლარია.
მიხეილ გიორგაძის თქმით, “მთელ ამ კამპანიას საფუძვლად ერთი კონკრეტული მსახიობის, ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლისი მდგომარეობა ედო”.
მინისტრს მიაჩნია, რომ ეს არის სპეკულაცია, ვინაიდან კონკრეტულად ზურაბ ყიფშიძე საბიუჯეტო დაფინანსების თუმანიშვილისა და მარჯანიშვილის თეატრებიდან იღებს, ასევე შემოსავალი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხიდანაც აქვს, სადაც ერთ-ერთი გადაცემის წამყვანია.
კულტურის მინისტრის განცხადებით, გარდა საბიუჯეტო დაფინანსებისა, ყიფშიძე ასევე “ქართუ ფონდის” გრანტითაც ფინანსდება.
მიხეილ გიორგაძეს კონკრეტულ თანხებზე არ უსაუბრია, თუმცა მისი განცხადებით, ყიფშიძის საერთო შემოსავალი რამდენიმე ათას ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ თუმანიშვილის თეატრის მსახიობი გიორგი ყიფშიძე მამის, ზურაბ ყიფშიძის გაუსაძლის ყოფაზე ერთ-ერთ ინტერვიუში საუბრობდა.