საქართველოს ნაკრებისა და პსჟ-ის ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციას კვირის დასაწყისში კატარში გაიკეთებს – ინფორმაციას L’Équipe ავრცელებს.
„კვარაცხელიას გარემოცვა „პარი სენ-ჟერმენის“ სამედიცინო შტაბის წარმომადგენლებს ესაუბრა და გადაწყდა, რომ ოპერაციას კატარის დედაქალაქ დოჰაში გაიკეთებს. თუმცა ოპერაციის ზუსტი დღე ჯერჯერობით, უცნობია“, – წერს ფრანგული გამოცემა.
ქართველმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ შეხვედრის დროს მარჯვენა მუხლის ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, რის გამოც სეზონის ბოლომდე დაისვენებს.
კომენტარები
