კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში განაცხადა, სადაც მსახიობ გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, გივი ბერიკაშვილი ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა ერის სიყვარულით.
”დღეს ჩვენ ვემშვიდობებით ადამიანს, რომელიც უყვარდა და უყვარს საქართველოს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა იმ კარგს, რაც ჩვენში არის. ძალიან დიდი სიყვარული და სინანული არის დღეს ყველა ჩვენთაგანში. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს იყო კაცი, რომელიც გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე. ყოველთვის იდგა საზოგადოების გვერდით და ამას აკეთებდა უაღრესად მშვიდად თავისი ერის სიყვარულით. კიდევ ერთხელ მინდა დიდი სიყვარული და პატივისცემა დავუდასტურო ბატონ გივის და მის ოჯახს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
გიორგი მარგველაშვილი – გარდა იმისა, რომ იყო არაჩვეულებრივი მსახიობი, იყო ძალიან სწორი მოქალაქე
2017/04/13 13:08:56
ნანახია: 1280 ჯერ