ცოტა ხნის წინ დატოვეს ინგოროყვას კლინიკა საქართველოში აკრედიტებულმა ელჩებმა. მათ ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული მოინახულეს.
ელჩებმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს შაბათს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.
კომენტარები