უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ნატოში მიწვევის საკითხი დღეს ჯო ბაიდენზეა დამოკიდებული. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკის თქმით, „ახლა ჩვენ ვერ ვიქნებით ნატოში, მაგრამ შესაძლოა იყოს მიწვევა ნატოში“.
„უახლოეს მომავალში ვაპირებ პრეზიდენტ ბაიდენს დავურეკო, თუ მას ექნება საშუალება დამელაპარაკოს და ნატოში მიწვევის საკითხი დავსვა. იმიტომ რომ ის ახლა შეერთებული შტატების პრეზიდენტია და მის პოზიციაზე ბევრია დამოკიდებული“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების დაჩქარების საკითხის განხილვა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან „რთულია“ და ჯერჯერობით „აზრი არ აქვს“.
კომენტარები