შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სსიპ შსს-ს მომსახურების სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული დავით მ. თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დავით მ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „გლოკის“ სისტემის 5 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და 10 მჭიდი ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო
2016/05/31 09:52:28
კომენტარები
ნანახია: 2567 ჯერ