პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ნინო წილოსანი „ქრონიკასთან“ აცხადებს, რომ დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეხვედრის შესახებ , ძალიან სამწუხაროა.
„ჰერჩინსკის მიმართ მიმდინარე ბულინგი, რომლის ქვეშაც ზოგმა ევროპელმა პოლიტიკოსმა ის მოაქცია, კიდევ ერთი დასტურია, თავად როგორ მძიმე სიტუაციაში იხარშებიან, ერთმანეთს აბულინგებენ, ერთმანეთს ასირცხვილებენ იმისთვის, რაც წესით ნორმალურია, რომ დიპლომატმა გააკეთოს და სწორედ ამ ბულინგის ფონზე უწევთ რიგ შემთხვევაში არაადეკვატური განცხადებების კეთება, რიგ შემთხვევაში კი სწორი ნაბიჯების გადადგმა“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.
კომენტარები