ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში სირიაში 480 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
კერძოდ, ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს დაახლოებით 350 საჰაერო დარტყმა აეროდრომებზე, საზენიტო ბატარეებზე, რაკეტებზე, თვითმფრინავებზე, გამანადგურებლებზე, ტანკებსა და იარაღის წარმოების ობიექტებზე დამასკოში, ჰომსში, ტარტუსში, ლატაკიასა და პალმირაში.
ასევე განხორციელდა 130 დამატებითი საჰაერო დარტყმა სახმელეთო ოპერაციის დროს, რომლის სამიზნე იყო იარაღის საცავები, სამხედრო სტრუქტურები და საცეცხლე პოზიციები.
კომენტარები
