უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ პოკროვსკის მიმართულებით სასტიკი ბრძოლები გრძელდება.
„უკიდურესად მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. რუს ოკუპანტებს გამოჰყავთ მათ ხელთ არსებული ძალები და ცდილობენ გაარღვიონ ჩვენი ჯარების თავდაცვა. უკრაინელი ჯარისკაცები ავლენენ უკიდურეს გამძლეობას და მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ მტერს“, – აღნიშნა ოლექსანდრ სირსკიმ.
სირსკიმ აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში უმთავრესი ამოცანაა თავდაცვის გაძლიერება, კერძოდ, უკრაინული დანაყოფების უზრუნველყოფა საკმარისი რაოდენობის საბრძოლო მასალით.
კომენტარები