კალიფორნიაში ტყის ხანძარმა საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, 6 300-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ხანძარი მალიბუში, კალიფორნიის სანაპიროს მიმდებარედ სამი დღის წინ გაჩნდა და უკვე 4 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია მოიცვა.
დაზიანებულია 15 საცხოვრებელი სახლი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 2 000-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული.
ხანძრის შედეგად დაზარალდა დაახლოებით 22 000 ადამიანი, თუმცა დაღუპულების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
კომენტარები