მეგობრები და ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს სწორედ იმიტომ, რომ ოპოზიცია შუღლის გასაღვივებლად ყველაფერს აკეთებს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, ოპოზიცია ხვდება, რომ როცა ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა არ გაქვს, ისღა დაგრჩენია საკუთარი პატარა დაჯგუფება კიდევ უფრო გაარადიკალო.
„როდესაც ვამბობთ, რომ ესენი არიან უსამშობლოები სწორედ ამას ვგულისხმობთ, რომ მათ არც სამშობლო უყვართ, არც საკუთარი ოჯახის წევრები. როდესაც ყველანაირად ცდილობ, რომ ოჯახის წევრებს, დებსა და ძმებს, მშობლებსა და შვილებს შორის შუღლი გააღვივო, მეგობრები და ოჯახის წევრები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ეს ფაშისტური მეთოდებია და როცა ხალხის უმრავლესობის მხარდაჭერა არ გაქვს, ისღა დაგრჩენია, რომ საკუთარი პატარა დაჯგუფება კიდევ უფრო გაარადიკალო“, – აღნიშნა წილოსანმა.
