ნიღბებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით, სხვა ყველა დანარჩენი აკრძალული ნივთების შესახებ – 5000 ლარით, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
„პიროტექნიკა მომეტებული საფრთხის შემცველია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. განსაკუთრებით მძიმე შემთხვევები გვაქვს ხოლმე არასრულწლოვანებში წინასაახალწლოდ და საახალწლო პერიოდში. ჩვენ ვნახეთ რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე თუ როგორ იყენებდნენ ორგანიზებული სისტემური ძალადობის მაორგანიზებელი ადამიანები პიროტექნიკას, რომლებიც პირდაპირი მნიშვნელობით ცდილობდნენ ცოცხლად დაეწვათ ადამიანები. ნიღბებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა განისაზღვრება 2000 ლარის ოდენობით, სხვა ყველა დანარჩენ აკრძალული ნივთების შესახებ – 5000 ლარით. მოქმედი კანონმდებლობითაც მოლოტოვის კოქტეილებს რომ ამზადებენ და ესვრიან ადამიანებს, მათ ცოცხლად დაწვას რომ ცდილობენ ეს ახლაც აკრძალული გვაქვს და ახლაც პასუხისმგებლობა არის 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის სახით, რაც კვლავ ძალაში დარჩება“,- აღნიშნა გორდულაძემ.
