პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
დონალდ ტუსკმა კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც გამოცემა POLITICO-მ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ოთხშაბათს ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და დონალდ ტუსკი განიხილავენ უკრაინაში ომისშემდგომი სამშვიდობო ძალების განლაგებას.
„ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინაში ამა თუ იმ ქვეყნის პოტენციური ყოფნის შესახებ სპეკულაციის აღსაკვეთად ვიტყვი, რომ პოლონეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება ვარშავაში და მხოლოდ ვარშავაში. ჯერჯერობით მსგავს ქმედებებს არ ვგეგმავთ“, – აღნიშნა პოლონეთის მთავრობის მეთაურმა.
კომენტარები