ჩვენ ერთადერთი რამით გავიმარჯვებთ – ეს არის ლოცვა და სიყვარული, – განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ ქადაგებისას.
„იმათაც ის უნდათ, რომ ჩვენც იგივე აგრესია გამოვიჩინოთ. ვინც ამ ყველაფერს გეგმავს, მათ ერთი სული აქვთ, რომ ქართველებმა ერთმანეთი ვხოცოთ – ამას ვერავინ მოესწრება. თუ ჩვენ ერთმანეთი გვიყვარს და თუ ვინმეს ჩემი პატივისცემა აქვს, იმ ადამიანების ლანძღვა-გინება კი არ უნდა დაიწყოს, ვინც მაგინებს და მლანძღავს, პირიქით, იმათზე უნდა ილოცოს. მე ამ ადამიანებზე ვლოცულობ, რადგან ისინი ჩემი შვილები არიან. ისინი ეკლესიის დევნისთვის მეცოდებიან“, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.
კომენტარები