ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ევროპისკენ მიმავალ გზაზე, მოსახლეობის იმ ნაწილმა, რომელსაც ევროპაში შესვლა მხოლოდ მაღალი პენსია, ხელფასი და გრიალი ჰგონია, დაწვა კახა კალაძის ფეხბურთის მაისური.
1. უკვე დიდი გოგო ვარ და სულერთია (ისე, გულწრფელად ვიტყვი, ადრეც, ახალგაზრდობაშიც სულერთი იყო) ვინ რას იტყვის ჩემს შესახებ, რას იფიქრებს და ზოგადად, ვინ სად (“კანკრეტნა” – ვისი ვისაში) ბანაობთ.
მთავარი 👉დიახ, ევროპა და არა – რუსეთი!
უმთავრესი 👉დიახ, კანონი და არა – ქაოსი!
2. მაგრამ, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობის უმეტესობას არ უნდა კანონი!
3. სამართლიანობას ითხოვენ და კანონშემოქმედად ირჩევენ მათ, ვინც ასფალტის დაგებას, ხელფასის და პენსიის მომატებას ჰპირდება.
👉რა შუაშია დეპუტატთან, რომელმაც კანონი უნდა მიიღოს (მიღებამდე წაიკითხოს, იმსჯელოს, შესწორება შეიტანოს) პენსია და ხელფასი?
📌მაგრამ ნაროდს მაინც ასფალტი, ხელფასი და პენსია ურჩევნია კანონს, რომლის აღსრულებაც ისევე ფეხებზე ჰკიდია, როგორც მისი არსებობა.
👉აი, ეს ნაროდი, გამოდის და ამბობს რომ არჩევნები გაუყალბეს, ხმა წაართვეს.
მეორედ (პირველად 2003 წელს) გამოდიან სხვების სკამებისთვის ქუჩაში.
დიახ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – სხვების სკამებისთვის!
👉ამომრჩეველი ამოსარჩევს, კანონშემოქმედს ასფალტს, ხელფასს, პენსიას და სამუშაო ადგილს რომ მოსთხოვს, ან ამოსარჩევი ამას რომ დაჰპირდება და დაუჯერებს (რაც დეპუტატის საქმე არაა), დიახ, ის მხოლოდ სხვების სკამზე დასკუპებისთვის გამოდის ქუჩაში სინამდვილეში და ჰგონია, პირიქით – სამშობლოს გამო…
👉საქართველოს ისტორიაში ეს არის მეორე შემთხვევა, როცა არჩევნების გაყალბების მოტივით ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, როცა ხალხი სოციალური თემით აქციაზე “მიეწვიოთ”. რატომ, ხომ არ იცით.
👉ხალხი აქციებზე დროშებს წვავს და კალაძის მაისურის დაწვა რა ბედენაა 🙂
ჰოდა, რად დაწვეს? იმის გამო კი არა, რომ ცუდი მერია, ცუდი ადამიანი, ან ჟმოტი, არაა – ნაძვის ხის გამო.
ყოველ წელს ნაძვის ხე აქციეს კალაძის წინააღმდეგ ბრძოლის მოტივად 🙂
ყოჩაღ, ძმაო, ორ წრეზე წავიდა კაცი და ყოველ წელს ნაძვის ხის გამო ედავებიან 😉
ყოველ წელს ვრწმუნდები, მართალი უთქვამს იმ ცხონებულ ბუმბერაზს – ცუდას რად უნდა მტერობა
👉საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე
👉საქართველოს ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი
👉საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი – 2001 წელს „მილანმა“ კიევის „დინამოდან“ 16 მილიონ გირვანქად შეიძინა
👉ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 83 შეხვედრიდან 50-ში გუნდის კაპიტანი იყო, რაც რეკორდია
👉ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), ევროპის სუპერთასი (ორჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
👉ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირებში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა.
👉„მილანის“ დიდების დარბაზის წევრია. იტალიის ჩემპიონატში, თასზე და სუპერთასზე, ასევე საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში 284-ჯერ მოირგო კლუბის შავ-წითელი მაისური.
👉2005-2006 წლების სეზონის დასრულების შემდეგ „მილანის“ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
იმავე სეზონში ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირმა – ESM – ორჯერ დაასახელა ევროპის სიმბოლურ ნაკრებში.
კიდევ ერთხელ:
👉2001 წელს კალაძე გახდა ყველაზე ძვირადღირებული ქართველი ფეხბურთელი, „მილანმა“ მის ტრანსფერში 16 მილიონი ევრო გადაიხადა.
👉9 წლის მანძილზე იყო საფეხბურთო კლუბ „მილანის“ წევრი.
👉კახა კალაძე არის ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ორჯერ მოიგო ევროპის ჩემპიონთა ლიგა.
👉კალაძე ყველაზე მეტჯერ, ხუთჯერ დაასახელეს წლის საუკეთესო ქართველ მოთამაშედ.
ჩემპიონთა ლიგა: 2003, 2007
ევროპის სუპერთასი: 2003, 2007
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2007
საქართველოს ჩემპიონი: 1994, 1995, 1996, 1997
უკრაინის ჩემპიონი: 1998, 1999, 2000
იტალიის ჩემპიონი: 2004
საქართველოს თასი: 1994, 1995, 1996, 1997
უკრაინის თასი: 1998, 1999, 2000
იტალიის თასი: 2003
საქართველოს სუპერთასი: 1996, 1997
იტალიის სუპერთასი: 2004
დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასი: 1998
პ.ს. “ერთკილომერტიანი” სტატუსი კია 😉”, წერს დარეჯან მეფარიშვილი.