თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს, – სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ვადიანი სამხედრო მოსამსახურის ზიადინ არაზის ძე მამედოვის დაღუპვის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით.
გამოძიების ფარგლებში ტარდება ყველა საჭირო საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები”, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები