საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატის უფროსი ავთანდილ კუნჭულია „იმედზე“ მიმდინარე შეტევას „ქრონიკასთან“ საუბრისას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციიდანაც კი ცდილობს, რომ რომელიღაც ობიექტური ტელევიზია დახუროს და მაუწყებლობა გათიშოს.
„დღეს საქართველოში მედიას აქვს თავისუფალი ფუნქციონირების უფლება. ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არ არის მოსული და ვერც ვერასდროს დაბრუნდება. ოპოზიციიდანაც კი ცდილობენ რომ, რომელიღაც ობიექტური ტელევიზიები დახურონ და მაუწყებლობა გათიშონ“, – აღნიშნა ავთანდილ კუნჭულიამ.
„იმედი“ უნდა გაითიშოს“ – წერენ სოციალურ ქსელებში „ნაცმოძრაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები.
კომენტარები