ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალიან ცუდი სურათი იქნება მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
„სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის არა მარტო ჩვენი უფლება, არამედ მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა ამ შემთხვევაში არის დანაშაულის პრევენცია. ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. ძალიან ცუდი სურათი იქნება, ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი, ეს შეიძლება, აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს, შეიძლება, მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი. ესეც ქვეყანას არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.