ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების პირველი ნახევარი დაეთმო სპორტულ – გასართობ ღონისძიებას ,,მხიარული სტარტები”, სადაც მონაწილეობა მიიღეს აკადემიის პირადი შემადგენლობის შვილებმა.
ღონისძიების მეორე ნახევარში საახალწლო კონცერტი გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა. მან აკადემიის სამხედრო მოსამსახურეებს და სამოქალაქო პერსონალს მადლობა გადაუხადა წლის განმავლობაში გაწეული სამსახურისთვის და ბედნიერი შობა – ახალი წელი უსურვა.
რექტორმა მორიგი სამხედრო წოდების მინიჭება მიულოცა სამ სამხედრო მოსამსახურეს და სიგელები გადასცა სხვადასხვა ღონისძიებაში გამარჯვებულ იუნკერებს და მსმენელებს. საახალწლო კონცერტზე, აკადემიის სასწავლო ბატალიონის იუნკერებმა და საკანდიდატო კურსის მსმენელებმა საახალწლო პროგრამა წარმოადგინეს, რომელიც მოიცავდა როგორც მუსიკალურ, ისე ქართული ცეკვების ნომრებს.