თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
”პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე დღეს, 2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს.
OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება).
შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის სანქციები არის ქართული სახელმწიფოსათვის ბიძინა ივანიშვილის მიერ გაღებული პოლიტიკური ხარკი რომელსაც ის საკუთარი ჯიბიდან იხდის.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთ თვეში ყოველგვარი კანონის გვერდის ავლით ბიძინა ივანიშვილს ყველა აქტივი გაუჩერეს და სასამართლოებში დაატარებდნენ.
ღიად ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის შანტაჟი და გამოცდა, ანაცვალებდა თუ არა ის ქართული სახელმწიფოს ინტერესებს პირად კეთილდღეობას.
მან ყოველ ჯერზე არჩევანი ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ გააკეთა და ჩაება ომში ძალებთან, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს და მისი დროის მაღალჩინოსნებს ცვილის ფიგურებივით ათამაშებდა და მისგანაც იგივეს მოითხოვდა.
ის არ დათანხმდა მათ წესებს და ეროვნული ინტერესებით მართვის კულტურა დაამკვიდრა.
მან ყველას დაანახა, რომ საქართველოს
პატარა სახელმწიფოზე დიდი საჭიროება და ლოგიკური პოლიტიკური ამბიცია აქვს.
ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა, რომ დღეს ქართული სახელმწიფო მშვიდობის ჰაბია.
ბიძინა ივანიშვილი ქართული სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად წაუგებელ თამაშს თამაშობს და მასთან ბრძოლაში შესული ძალა საბოლოო ჯამში განწირულია.
ბიძინა ივანიშვილზე ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკური შურისძიება მასთან უკვე დამარცხების აღიარებაა.
ძალიან მალე ახალი ადმინისტრაცია ქართულ სახელმწიფოსთან და ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურად საუბრის ენას შეცვლის და ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ მანამდე დაშვებულ ყველა შეცდომით გამოწვეულ დიდ უხერხულობას გადაფარავს.”