ფილოლოგმა, პროფესორმა ლევან გიგინეიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე ილაპარაკა.
როგორც მან აღნიშნა, 2003 წელს „ნაციონალური მოძრაობა“ იმედებით მოვიდა, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსებოდა, მაგრამ მათ მალევე დიდი გადაცდომები დაიწყეს.
„2003 წელს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოვიდა იმედებით, რომ სახელმწიფო სახელმწიფოს დაემსგავსებოდა, ბუში ჩამოვიდა, მთელი მსოფლოს მხარდაჭერა იყო. მაშინ ამერიკასა და დასავლეთს ისეთი კოზირი ჰქონდა, ყველას სამოთხე გვეგონა. აი, ასეთ ტალღაზე მოვიდა „ნაციონალური მოძრაობა“. მერე დაიწყო გადაცდომები: ღამის 3 საათზე ბიზნესმენების საწოლებიდან აყრა, ვალერი გელაშვილის ცემა, სანდრო გირგვლიანის წამება და მერე კანონმდებლობის შეცვლა იმისთვის, რომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაკავებულები ერთ კამერაში მოხვედრილიყვნენ.
კანონდებლობის გამოყენება დამნაშავეებისთვის ხელის დასაფარებლად ნიშნავს, რომ სახელმწიფო სახელმწიფო აღარაა. ეს ყველაფერი ხალხში დაგროვდა, ამის კატალიზატორი იყო ზუსტად ირაკლი ოქრუაშვილის გამოსვლა და ამას მოჰყვა ეს გამოსვლები [2007 წლის ნოემბერში].
ეს შემთხვევით არ მომხდარა, ხალხმა იგრძნო ეს და ამიტომ იყო პროტესტის ძლიერი ტალღა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ დაპანიკდა ხელისუფლება და ამიტომაც მიიღო ასეთი ზომები. მათ შემოიტანეს რეზინის ტყვიები, რომელიც მაშინ აკრძალული იყო და მერე რომ გაემართლებინათ, უკუსვლით მიიღეს კანონი, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება შეიძლებოდა“, – აღნიშნა ლევან გიგინეიშვილმა.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს.
