დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი პარტიების ლიდერებს გრენლანდიის საკითხის განსახილველად შეხვდება, – ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მედიის ცნობით, პარტიების ლიდერები ხვალ, 9 იანვარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ოფისში შეხვედრაზე დაიბარა.
როგორც მედია წერს, შეხვედრა ადგილობრივი დროით 19:30 დაიწყება, რომელზეც ლიდერები შეერთებულ შტატებსა და გრენლანდიას შორის „უკიდურესად დაძაბულ ვითარებას“ განიხილავენ.
ამ შეხვედრის შესახებ სხვა დეტალები არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მარ-ა-ლაგოში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად.
კომენტარები