ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად 10 000-ზე მეტი შენობა-ნაგებობა განადგურდა. დაიღუპა ხუთი ადამიანი და არიან დაშავებულები. გაცემულია 180 000-მდე ადამიანის ევაკუაციის ბრძანება. ამ დროისთვის მეხანძრეები ვენტურას ოლქში ხანძრის ახალ კერას ებრძვიან. ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.
პოლიციამ ლოს-ანჯელესის ოლქში მაროდიორობის აღსაკვეთად კომენდანტის საათი გამოაცხადა. სამართალდამცველებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიციამ მიტოვებული სახლების გაძარცვის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.
კომენტარები