ისრაელის სამხედრო ავიაციამ იემენი დაბომბა. ისრაელის მედიის ინფორმაციით, სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობა მიიღო 20-მა საჰაერო აპარატმა, მათ შორის ავიაგამანადგურებლებმა, საწვავის შემავსებელმა თვითმფრინავებმა და სადაზვერვო თვითმფრინავებმა.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდო 50-მდე ერთეული საბრძოლო მასალა სამ მთავარ სამიზნეზე. ესენია: ჰეზიაზის ელექტროსადგური დედაქალაქ სანასთან ახლოს და ინფრასტრუქტურა ჰოდეიდასა და რას ისას პორტებში იემენის დასავლეთ სანაპიროზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, იემენელი „ჰუსიტები“ კვლავ გადაიხდიან საფასურს ისრაელზე თავდასხმისთვის.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ იემენის ტერიტორიაზე ავიაიერიშები განახორციელეს აშშ-ისა და ბრიტანეთის სამხედრო თვითმფრინავებმა.
კომენტარები