სერბეთის დედაქალაქში საპროტესტო აქცია გაიმართა. ბელგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ათიათასობით ადამიანმა, 15 წუთის განმავლობაში, დუმილით მიაგო პატივი რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
აქციის მონაწილეები ტრაგედიაში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და სახურავის ჩამონგრევაზე პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვენ.
ნოვი სადის რკინიგზის განახლებული სადგურის სახურავი პირველ ნოემბერს ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა.
კომენტარები