ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ფლავიო ბოლსონარომ მოქმედი პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა დაამარცხა, თუმცა გამარჯვებისთვის საჭირო ხმების 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. არჩევნების მეორე ტური 25 ოქტომბერს გაიმართება.
წინასწარი შედეგებით, ხმების თითქმის სრულად დათვლის შემდეგ, ბოლსონარომ დაახლოებით 47%, ლულამ კი 45% მიიღო. ლულა და სილვამ არჩევნების შედეგს მოულოდნელი უწოდა, თუმცა განაცხადა, რომ ბრძოლა დასრულებული არ არის.
„დარწმუნებული ვიყავი, რომ პირველივე ტურში გავიმარჯვებდი. თამაში ახლა იწყება. დამატებით დროში ვართ და დამატებით დროში ბრაზილიელ ხალხს ჩვენს მხარეს გადმოვიყვანთ“,- განაცხადა ბრაზილიის მოქმედმა პრეზიდენტმა.
ფლავიო ბოლსონარომ კი აღნიშნა, რომ შედეგით „ძალიან ბედნიერია“ და 25 ოქტომბერს მეორე ტურში გამარჯვების იმედი აქვს.
ცნობისთვის, ფლავიო ბოლსონარო ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონაროს შვილია.
