საფრანგეთში საპროტესტო აქციების შედეგად 24 სკოლა დაიწვა და დაზიანდა. ამის თაობაზე განათლების მინისტრმა ედუარ ჟეფრიმ განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით სასწავლო დაწესებულებებში ძალადობისა და ვანდალიზმის მრავალი ინციდენტი დაფიქსირდა.
დემონსტრაციების გამო 500-მდე საგანმანათლებლო დაწესებულება სრულად ან ნაწილობრივ დაიხურა.
კომენტარები
