რუსეთის მხარეს და უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელებიდან 3 ათასი დაიღუპა ან დასახიჩრდა. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ სამხრეთ კორეელ კანონმდებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სამხრეთ კორეის პარლამენტის წევრი ამბობს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ საკუთარ ჯარისკაცებს მოუწოდა თავი მოიკლან, რათა ტყვედ არ ჩავარდნენ.
ტყვედ ჩავარდნილ ჩრდილოეთ კორეელებს სამხრეთ კორეაში გადასვლის სურვილი ჯერ არ გამოუხატავთ, თუმცა, ოფიციალური სეული მზად არის ითანამშრომლოს კიევთან, თუ ასეთი თხოვნა იქნება.
კომენტარები