ჩვენი საერთო პასუხისმგებლობაა, დავიცვათ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები მავნე ტენდენციებისა და გაუკუღმართებული იდეოლოგიებისგან, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ძლიერი ოჯახი გზას უხსნის ძლიერ სახელმწიფოს.
„ნეოლიბერალური კულტურული ტენდენციები კვეთს საზღვრებს და აღწევს მსოფლიოს ყველა კუთხეს. ეს ასევე იწვევს LGBT და სხვა მოძრაობების გაძლიერებას. გენდერული ნეიტრალიზაციის პოლიტიკის სამიზნე ოჯახია. LGBT მოძრაობის კრიტიკას მაშინვე აჩუმებენ. ვინც იცავს ოჯახს, მძიმე ჩაგვრას ექვემდებარება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
კომენტარები