სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი არარატ მირზოიანი ირანში ჩავიდა.
მანამდე, სომხეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო ვაჭრობის სამინისტროს პრესსპიკერმა, ანი ბადალიანმა განაცხადა, რომ არარატ მირზოიანი 4-5 ოქტომბერს ირანის ისლამურ რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვეოდა.
5 ოქტომბერს მირზოიანი ირანელ კოლეგას, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩის და ირანის მაღალი თანამდებობის პირებს შეხვდება.
ვიზიტის დღის წესრიგში შედის სომხეთსა და ირანს შორის ორმხრივი ურთიერთობების და ორმხრივი ინტერესის მქონე რეგიონული საკითხების განხილვა.
კომენტარები
