რატომ გძულდა ასე ძლიერ ნახევარი საქართველო?! – ამის შესახებ ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
„ეს რა მესმის!!! მიშა ეუბნება უკრაინის სპეცნაზს, არ გრცხვენიათ, ავტომატებით რომ მოდიხართ, წადით, იომეთ, თუ რამე შეგიძლიათო! ავტომატებით შეუვარდნენ ქალებს და კანკალებენ ქალებიო! ასეთი პოლიტიკური ანგარიშსწორება ჩრდილოეთ კორეაშიც არა ხდებაო. – ამას მიშა ამბობს, სააკაშვილი!
– მიშა, შე არაადამიანო! პანტიანში, აგარაკზე, დილის 5 საათზე, 30-კაციანი სპეცრაზმმა რომ ალყა შემოარტყა ჩემს სახლს და ჯერ კიდევ სიბნელეში ავტომატის ლულა რომ გვქონდა მოშვერილი მე და ჩემს 11 წლის შვილს, მძინარეებს, და რომ ანათებდა ეს ავტომატი, შავი ნიღბიანის ხელში, ადვოკატი მახსენებინა ვინმემ?! ჩრდილოეთ კორეის პროკურატურამ გამომიგზავნა, თუ იცი, ის სპეცრაზმი პანტიანში თუ შენმა „შვონდერმა” პროკურატურამ?
კანკალებდნენ უკრაინელი ქალებიო, ეცოდება მიშას! შე „ცრუ ნერონო”, გიფიქრია, ქართველი ქალები, ბავშვები და კაცები რომ კანკალებდნენ, კვდებოდნენ, ტყდებოდნენ, იმსხვრეოდნენ, გიფიქრია მათზე და მათ ოჯახებზე?! რატომ გძულდა ასე ძლიერ ნახევარი საქართველო?! შენი და შენი ძალოვნების უკანონობასთან და თავგასულობათან ჩრდილოეთ კორეა რა სახსენებელია!
შენ უნდა გასამართლდე, სააკაშვილო!” – წერს ნიკოლეიშვილი.