პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციის წარმომადგენლების ტრამპის ინაუგურაციაზე გამგზავრებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მათ სპექტაკლის დადგმა არ გამოუვიდათ.
„აღარ გამოუვიდათ მათ შორის სპექტაკლის დადგმაც კი იმიტომ, რომ ჩავიდნენ ამერიკაში, ზოგმა ტელევიზორამდე მიაღწია ზურაბიშვილის სახით, ზოგმა შენობამდე მიაღწია და ზოგი ბუჩქებთან დარჩა. ისიც იმ ფონზე, როდესაც შესყიდული აქვთ ეს ბილეთები. გამობუნძულდებიან ახლა, ჩამოვლენ აქ და, რა თქმა უნდა, ისტორიულ სანაგვეზე წავლენ, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება გამომდინარე იქიდან, რომ ეს უკვე ჩვენ უნდა გავაკეთოთ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
კომენტარები