ერთ დღეში ერთგვარი სტატუს-კვო ვერ აღდგება და ურთიერთობების ნორმალიზება შეიძლება ხვალვე პირობითად არ მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესი პრაქტიკულად უკვე დაიწყო, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ქართულ-ამერიკული ურთიერთობების საკითხის კომენტირებისას.
„რასაკვირველია, ერთ დღეში ერთგვარი სტატუს-კვო ვერ აღდგება და ურთიერთობების ნორმალიზება შეიძლება ხვალვე პირობითად არ მოხდეს, მაგრამ მნიშვნელოვანია ის, რომ ეს პროცესი პრაქტიკულად უკვე დაიწყო, რაც ვიმეორებ ჩვენ აბსოლუტურად ოპტიმისტურ განწყობას გვიქმნის იმასთან მიმართებით, რომ გადატვირთვის პოლიტიკა შედგება“, – განაცხადა ჭეიშვილმა.
გენდერი ერთი ნაწილია იმ პოლიტიკის, რაც ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა ინაუგურაციაზეც დაადასტურა. ტრამპის მთავარი გზავნილები საქართველოს ხელისუფლების გაცხადებული პრიორიტეტებია, მათ შორის მშვიდობის, ე.წ. Deep State-თან ბრძოლის, უმთავრესად ეროვნული ინტერესებით მოქმედების და თუნდაც ფინანსების ხარჯვის შესახებ.