ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მას დაცვა მოუხსნა.
ბოლტონის სპიკერმა აღნიშნა, რომ აშშ-ის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელმა ბოლტონს ორშაბათს ღამით დაურეკა და განუცხადა, რომ მისი დაცვის უზრუნველყოფა შეწყდება.
„იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ არ მიკვირს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვიტა შეეწყვიტა აშშ-ის საიდუმლო სამსახურის მიერ ჩემი დაცვის უზრუნველყოფა“, – განაცხადა ჯონ ბოლტონმა.
კომენტარები