საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში ნორვეგიის სამეფოს ახლად დანიშნულ ელჩთან, ლისე სინოვე ნურგორდთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებსა და უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოს როლზე რეგიონში და საერთაშორისო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.
ხაზი გაესვა პარტნიორებთან ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის და დიალოგის მნიშვნელობას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნორვეგიის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.
კომენტარები
