უკრაინელი სამხედრო მფრინავი, პარტია “ბატკივშინას” დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო უმაღლეს რადაში სიტყვით პირველად გამოვიდა. პარლამენტში გამოსვლისას მან განაცხადა, რომ არ მისცემს დეპუტატებს უფლებას, დაივიწყონ მაიდანსა და დონბასში გარდაცვლილები.
“მე არ მოგცემთ მაიდანსა და დონბასში დაღუპული ადამიანების დავიწყების საშუალებას“, – განაცხადა უკრაინელმა მფრინავმა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ ნადეჟდა სავჩენკომ საპარლამენტო ტრიბუნიდან თავისი გამოსახულებიანი პლაკატი მოხსნა და მათ ნაცვლად რუსეთში სხვადასხვა ბრალდებით გასამართლებული უკრაინელების სურათები ჩამოკიდა.
კომენტარები