საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, მიხეილ ყაველაშვილი დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიას და თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველ ქვეით ბრიგადას ესტუმრა. მას საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და თავდაცვის ძალების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
მთავარსარდალს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელებმა აკადემიის სტრუქტურა, მიზნები და ამოცანები გააცნეს. პრეზიდენტმა უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის ტერიტორიაზე არსებული იუნკერების საცხოვრებელი ყაზარმები, საკლასო ოთახები, სასადილო, ლაზარეთი, რეკრეაციული და სპორტული სივრცეები, ასევე, მუზეუმი დაათვალიერა და სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა.
მიხეილ ყაველაშვილი პირველ ქვეით ბრიგადასაც ესტუმრა, სადაც სამხედრო ქვედანაყოფის მიზნებს გაეცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა