2025 წელს გერმანიაში ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.3 პროცენტს შეადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული გამოცემა Deutsche Welle გერმანიის მთავრობის მიერ წარმოდგენილ ყოველწლიურ ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ოქტომბერში ეკონომიკის ფედერალურმა სამინისტრომ 1.1 პროცენტის ზრდა იწინასწარმეტყველა.
ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა პროგნოზის გაუარესება მიაწერა „გაურკვევლობის მაღალ დონეს“ აშშ-ის ეკონომიკურ და სავაჭრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.
ჰაბეკმა ასევე აღნიშნა, რომ ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ღონისძიებები ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სამთავრობო კოალიციის დაშლის გამო „მნიშვნელოვნად“ არ განხორციელდება.
კომენტარები