დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს 2 თებერვალს შეხვდება და უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებს გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, შეხვედრა დიდ ბრიტანეთში, სტარმერის ჩეკერსის რეზიდენციაში შედგება. გარდა უკრაინის საკითხისა სტარმერი და შოლცი ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებასაც განიხილავენ.
ბრიტანეთის პრემიერი და გერმანიის კანცლერი აგრეთვე განიხილავენ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებს.
კომენტარები